ხელოვნების მუზეუმის გალერეაში, დღეს, ჯგუფური გამოფენა „არტ-ოდისეა“ გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თანამედროვე მხატვრების სხვადასხვა ჟანრსა და მასალაში შესრულებული ახალი ნამუშევრები - პეიზაჟი, ნატურმორტი, პორტრეტი, სიუჟეტური კომპოზიცია.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ აჭარის განათლების კულტურის და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები.
გამოფენის პირველი ნაწილი გაგრძელდება 4 მარტის ჩათვლით, ხოლო მეორე ნაწილი გაიხსნება 5 მარტს და გაგრძელდება 10 მარტის ჩათვლით.