ხელოვნების მუზეუმის გალერეაში ნატალია დაბიჟას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა - „მშვენიერი სამყარო“ გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის ბოლო პერიოდში შექმნილი ფერწერული ნამუშევრები, პეიზაჟი, ნატურმორტი, პორტრეტი.
ექსპონირებული სურათები შექმნილია სიყვარულით, რითაც ავტორს სურს დამთვალიერებელს დაანახოს სამყაროს მშვენიერება.
ეს მხატვრის მესამე პერსონალური გამოფენაა.
გამოფენა გაგრძელდება 22 მარტის ჩათვლით.