10 იანვარს, აჭარის ხელოვნების მუზეუმში ახალი ექსპოზიცია გაიხსნა. განახლებულ გამოფენაზე წარმოდგენილია მე-19 და მე-20 საუკუნეების ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც წლების განმავლობაში სსიპ აჭარის მუზეუმის ფონდებში იყო დაცული.
მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის შესანიშნავი ქართველი მხატვრების ნამუშევრები: ნიკო ფიროსმანი, გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ზურაბ ნიჟარაძე, დიმიტრი ერისთავი, რადიშ თორდია, ნიკოლოზ იგნატოვი, ესმა ონიანი, გია ბუღაძე, რუსუდან ფეტვიაშვილი და სხვა ოსტატები, რომლებმაც ქართულ ხელოვნებას საყოველთაო აღიარება მოუტანეს.
ასევე გამოფენილია უცხოელი ოსტატების ფერწერული და გრაფიკული ნიმუშები: ივან აივაზოვსკი, რიჰარდ ზომერი, გაბრიელ შახინგერი, სტეფან ბაკალოვიჩი, ჩარლზ ლეიკერტი და სხვ.