ხელოვნების მუზეუმში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა საინფორმაციო საათი - ბორის ფოგელი და ბათუმი.

ხელოვნების მუზეუმში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა საინფორმაციო საათი - ბორის ფოგელი და ბათუმი.
ხელოვანის შემოქმედების შესახებ შეხვედრა წარიმართა რამდენიმე მიმართულებით:
აჭარის მუზეუმის დირექტორის მოადგილემ, ინგა გოგიბერიძემ, გახსნა შეხვედრა.
ხელოვნების მუზეუმის მმართველმა, თენგო დოლიძემ, ისაუბრა ხელოვნების მუზეუმში მსგავსი აქტივობების როლსა და მნიშვნელობაზე, ახალგაზრდებისთვის შექმნილ პროგრამებზე და მათი ჩართულობის გაზრდაზე სამუზეუმო ცხოვრებაში.
მუზეუმის გიდმა, მართა რიჟვაძემ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო ფაქტები, ისაუბრება ხელოვნების მუზეუმის ექსპოზიციაში დაცული სურათის - „ბათუმი, რეიდზე“ შესახებ.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაიმართება ინტელექტუალური თამაში - „ლაბირინთი“