ხელოვნების მუზეუმში კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო საათი რუსუდან ფეტვიაშვილის შემოქმედების შესახებ.

ხელოვნების მუზეუმში კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო საათი რუსუდან ფეტვიაშვილის შემოქმედების შესახებ. 
რუსუდან ფეტვიაშვილი დაიბადა თბილისში 1968 წლის 25 იანვარს.
იგი შესულია კემბრიჯის ბიოგრაფიული ცენტრის მიერ გამოშვებულ წიგნში “XX საუკუნის მსოფლიოს 2000 გამოჩენილი ადამიანი”.
ხელოვანის შემოქმედების შესახებ საინფორმაციო საათი წარიმართა რამოდენიმე აქტივობით:
მუზეუმის გიდმა, ირა სტურუამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო ფაქტები, ისაუბრა მუზეუმში დაცული ტილოს - „სინანული“-ს შესახებ;
ჭარის მუზეუმის დირექტორის მოადგილემ, ინგა გოგიბერიძემ ისაუბრა ხელოვანის ფერადოვან სამყაროზე, რუსუდან ფეტვიაშვილის ცხოვრების მთავარ ფერებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეების ჩართულობა დიალოგში, მათი ფერების აღქმის უნარის გამოვლენა და რუსუდან ფეტვიაშვილის ამოუწურავი შემოქმედების საიდუმლო ფერების შესწავლა.