ონლაინ რესურსები

#ფოტომატიანე

ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში დაცულია ფოტო, რომელზეც გამოსახული არიან დიდი ქართველი მეცნიერები: ამირან კახიძე, ნინელი ვაშაკიძე და ასლან ინაიშვილი. ფოტოზე ასევე გამოსახულია იმ დროისათვის ახალ აღმოჩენილი, საკაცობრიო კულტურის საგანძური - წითელფიგურიანი კრატერი. ფოტო გადაღებულია ბათუმში, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში 1968 წელს. ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღვანელი ამირან კახიძე) ფიჭვნარის ძვ.წ. V საუკუნის ბერძნულ ნეკროპოლისზე აღმოჩენილ წითელფიგურულ კრატერს დიდი მეცნიერული მნიშვნელობა აქვს. იგი წარმოადგეს ანტიკური ხელოვნების ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშს. კრატერის შემქმნელად ე.წ. ნიობიდების მხატვარი მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ ამ ხელოვანის სხვა ნამუშევრები გამოფენილია ევროპისა თუ ამერიკის გამორჩეულ მუზეუმში. ეს კონკრეტული კრატერი კი შეგიძლიათ ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში იხილოთ.

გაზიარება