ონლაინ რესურსები

„ბათუმის ნავსადგური“ (ტილო,ზეთი. 87X71. 2003)

ზაურ წულაძე (1940-2016) - ფერმწერი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე გამოჩენილი მხატვრების თენგიზ ჯაფარიძის და გივი ყანდარელის სახელოსნოში (1963-70). მუშაობდა პეიზაჟის ჟანრში, ქმნიდა სიუჟეტურ კომპოზიციებს.
სურათზე - „ბათუმის ნავსადგური“ (ტილო,ზეთი. 87X71. 2003) გამოსახულია ბათუმის პორტი გემებით. კომპოზიციის უკანა პლანზე მოცემულია შორეული მთაგორიანი ლანდშაფტი, ალაგ-ალაგ გაბნეული პატარა სახლებით. ნამუშევარში დომინირებს მოლურჯო-მომწვანო კოლორიტი, იგი ხასიათდება თავისებური სტილიზაციით, დეკორატიულობით.

გაზიარება