ონლაინ რესურსები

1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია.

1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. კონსტიტუცია ეყრდნობოდა 1918 წლის 26 მაისს მიღებულ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პრინციპებს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, იმდროინდელი მსოფლიოს მასშტაბით პროგრესულად აღიარებული დოკუმენტი, შედგება 17 თავისა და 149 მუხლისაგან. ქვეყნის ძირითადი კანონით პოლიტიკურ წყობად განისაზღვრა დემოკრატიული რესპუბლიკა. კონსტიტუციით გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები, გაუქმდა სიკვდილით დასჯა. საქართველოს I კონსტიტუციის პროექტი სრული სახით 1920 წლის ივნისში დაიბეჭდა და განსახილველად დამფუძნებელი კრების წევრებს დაურიგდა. კონსტიტუციის ოფიციალური ტექსტი კი ბათუმში ნესტორ ხვინგიას სტამბაში დაიბეჭდა. მისი მიღებიდან მალევე საბჭოთა რუსეთის მიერ მოხდა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და შესაბამისად ახლად მიღებული კონსტუტუციის მოქმედება შეჩერდა. მიუხედავად ამისა, 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციამ უმნიშვნელოვანესი საფუძველი შეუქმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფოსა და სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბებას. საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია სწორედ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა.
აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცულია 1920 წლის ივნისში თბილისში დაბეჭდილი საქართველოს კონსტიტუციის პროექტი.

გაზიარება