აჭარულ სამზარეულოში უფრო მეტად გავრცელებულია რძის პროდუქტები და ამ პროდუქტებისგან მომზადებული კერძები.
დიდი პოპულარობით სარგებლობს კვერცხით მომზადებული კერძები.
საინტერესოდ მზადდება აჭარული კერძი ჩირბული მუხლამა (კვერცხი ხახვით).
მისი მომზადების წესი შემდეგში მდგომარეობს: რგოლისებურად წვრილად დაჭრილ ხახვს მოაყრიან მარილს, გაწურავენ და ერბოში მოთუშავენ, რის შემდეგაც კვერცხებს ჩაატეხავენ, ზემოდან ისევ შემწვარ ხახვს მოაყრიან, თავსახურს დაახურავენ და ცეცხლზე შედგამენ. ამავდროულად, დანაყილ ნიორნარევ მარილს კოწახურის წვენში გახსნიან და წამოადუღებენ. შემდეგ ამ წვენს მოასხამენ შემწვარ კვერცხებს, ნიორმარილიან ხსნარს დაასხამენ.
მასალად საჭიროა: კვერცხი-სამი ცალი, ხახვი-ორი თავი, ნიორი-ორი კბილი, მარილი-ერთი სუფრის კოვზი, მჟავე კოწახური-ნახევარი ჩაის კოვზი.