აჭარული კერძები
ტრადიციული აჭარული სამზარეულო გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და კერძების ნაირგვარობით. აჭარის მოსახლეობის საკვები ოდითგან ბოსტნეულისა და მარცვლეულის, რძისა და ხორცის პროდუქტებისაგან მზადდებოდა. ამასთან ერთად ძირითადი ადგილი ეჭირა თევზეულის პროდუქტებს.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კალმახის მომზადების ტექნოლოგიას.
სუნელში შემწვარი კალმახი შემდეგნაირად მზადდებოდა: კალმახი გამოვწელოთ, გავრეცხოთ, შემდეგ გავატაროთ ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, ქინძი. დავალაგოთ თევზი ლანგარზე და შევდგათ ჰაერღუმელში. თევზის შეწვა შეიძლება თიხის კეცზე ან პირდაპირ ნაკვერჩხლებზე. დასასრულს წავუსვათ საკაზმავი.
მასალად საჭიროა:
1. ერთი კილოგრამი კალმახი;
2. 150გრამი - ნიგოზი;
3. 30-40გრამი - ნიორი;
4. 50გრამი - ქინძი;
5. წიწაკა, ძმარი და მარილი გემოვნების მიხედვით.