აღნიშნული ჯამი აღმოჩენილია 2023 წელს, ქობულეთში, ფიჭვნარის ელინისტური ხანის სამაროვანზე.
დამზადებულია მოწითალო ფერის თიხისაგან, სქელკედლიანია. პირის კიდე მომრგვალებული, ტანი ფართო, ღრმა ტევადობის, აქვს მომაღლო, გამოყვანილი, ოთხკუთხაგანივკვეთიანი ქუსლი.
ბრტყელძირიანი ჯამების შემდეგ, ელინისტური ხანიდან ჩნდება ოთხკუთხაგანივკვეთიანი მოყვანილობის, მომაღლო ქუსლის მქონე ნიმუშები, ზოგჯერ მათ დისკოსებური ფორმაც აქვთ.
ნივთი რესტავრირებულია, აკლია პირისმცირე ფრაგმენტი, ინახება ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ფონდში.