ქართული წყალქვეშა არქეოლოგიური აღმოჩენების საკმაოდ დიდი ჯგუფი ქრონოლოგიურად უკავშირდება ადრებიზანტიურ პერიოდს - ეს არის წყალქვეშა არქეოლოგიური აღმოჩენების უახლესი პერიოდი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
ამფორა ჩაზნექილი წელით, მე-VI-VII სს, აღმოჩენის ადგილი: ჩოლოქი-ნატანების წყლის ტერიტორია.
ინახება აჭარის მუზეუმის - ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში სრულად შემონახული. აქვს მკაფიოდ გამოყოფილი რგოლისებრი პირი, დაბალი ცილინდრული ყელი. სხეულის ზედა ნახევარი მომრგვალებულია და გაგრძელება ოდნავ ჩაზნექილია. კონუსური ფორმის ქვედა ნახევარი მთავრდება ოდნავ გამოყოფილი მომრგვალებული ფსკერით. ბრტყელი ყურის ზედა ნაწილი მიმაგრებულია პირის ქვემოთ, ქვედა ნაწილი - მხრის მიდამოში. ელინისტური ხანის კოლხური ამფორების მსგავსად შეიმჩნევა თითის მსგავსი ანაბეჭდი. თიხა მოყავისფროა. აქვს პიროქსენისა და თეთრი კირქვის ნარევები. ფორმა ჩამოყალიბებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში და გვხვდება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მრავალ ძეგლზე, ასევე ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ შავიზღვისპირეთში. სინოპთან ახლოს მდებარე დასახლება დემირჯში აღმოჩენილი ამფორების ანალიზის მიხედვით ისინი კოლხური ამფორების მიბაძვით არის გაკეთებული და ამიტომ ფსევდოკოლხურ ამფორებად მოიხსენიება.