ჭახრაკი ძაფის გადასახვევი(დასაძახი) ერთ-ერთი ძირითადი ქსოვის სამუშაო იარაღია.
ადამიანი მუდამ მიისწრაფოდა შრომის გაადვილებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისაკენ. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოგონება იყო ბორბალი, რომელიც შემდგომ სხვა ტექნიკურ სიახლეებს დაედო საფუძვლად. ბორბალმა საზოგადოების განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა. მოსაზრების მიხედვით, ბორბალი ადამიანმა დაამზადა კვირისტავის მიხედვით, ეს არის თითისტარზე სიმძიმისათვის ბრუნვის გასაადვილებლად ჩამოცმული რგოლი. მისი ერთ-ერთი მოდელია ,,ჯარა“, რომელიც მთლიანად ხისაგან მზადდებოდა. მისი შემადგენელი ნაწილებია:ფრთები, ჯარის ტანი, ჯარის ფრთები, ხელი.
სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ჭახრაკი სართავთ საბრუნავი მანქანაა. ხერტალთან და ფეხისტართან შედარებით ჭახრაკი გვიან შემოვიდა ხმარებაში და ბოლო დრომდე შემორჩა ყოფას. მასზე ძაფის დაძახვა ადვილად და სწრაფად ხდებოდა. ჭახრაკის გამოყენებამ ძაფის დაძახვის პროცესი უფრო დააჩქარა და შესაბამისად გაზარდა შრომის ნაყოფიერებაც.