ონლაინ რესურსები

ემინე მახარაძე 1944 წლიდან აჭარის მუზეუმის თანამშრომელი გახლდათ.

ემინე მახარაძე 1944 წლიდან აჭარის მუზეუმის თანამშრომელი გახლდათ. მან მეცნიერ მუშაკად დაიწყო მუშაობა. 1996 წლამდე ხელმძღვანელობდა მუზეუმის ფოტოთეკას. იგი თერთმეტი წელი ეთნოგრაფიის მიმართულებით მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით არაერთი საინტერესო გამოფენა მოეწყო. სისტემატურად მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპედიციებში, იყო არაერთი ექსპედიციის ხელმძღვანელი. ფეხით ჰქონდა შემოვლილი აჭარის თითქმის ყველა რაიონი და სოფელი, საიდანაც არაერთი საინტერესო სამუზეუმო ღირებულების მქონე ექსპონატი აქვს შეგროვებული და შემატებული მუზეუმის ფონდებისთვის.
მას ცოცხალ მატიანეს ეძახდნენ, იმიტომ რომ ზეპირად იცოდა არა თუ მუზეუმის ფოტოთეკაში არსებული ნებისმიერი ფოტოს ისტორია, თუ როდის იქნა შემოტანილი, ვის მიერ, ვისი ოჯახიდან, ვინ იყო აღბეჭდილი ცალკეულ ფოტოზე, არამედ საფუძვლიანად შეეძლო ესაუბრა და სრულყოფილი დახასიათება მოეცა მუზეუმის ფონდებში დაცულ ნებისმიერ ექსპონატზე და საერთოდ, სამუზეუმო საქმიანობაზე.

გაზიარება