ონლაინ რესურსები

ექსპონატი რელიგიის მუზეუმიდან

ენქერი - მღვდელმსახურის შესამოსელი, ოთხკუთხედი ფორმის ქსოვილია, რომელიც ერთი კუთხიდანაა დამაგრებული და ეპისკოპოსს სამოსის ზემოდან აცვია, მარჯვენა გვერდზე.
ღვაწლმოსილი და გულმოდგინე მსახურებისათვის, ენქერის ტარების უფლებით მღვდელმთავრისაგან ჯილდოვდებიან აგრეთვე დამსახურებული მღვდლები, რომლებიც მას მარჯვენა მხარეს ატარებენ. ასეთ შემთხვევაში საგვერდული, მარცხენა მხარეს კეთდება. არქიმანდრიტისათვის, ისევე, როგორც მღვდელმთავრისათვის, ენქერი სამოსის აუცილებელი ნაწილია.
სვიმონ თესალონიკელი ტაძრის შესახებ მე-4 თავში წერს: მღვდელთმთავარი წელზე იმაგრებს ე.წ. სიძლიერის საგვერდულს, რომელიც აღნიშნავს სიკვდილზე გამარჯვებას, ჩვენი ბუნების უხრწნელებას, ღვთის სიდიადესა და ბოროტებაზე გამარჯვებას. ამიტომაც ენქერს აქვს მახვილის ფორმა და ნიშნავს ადამიანის ძალასა და სიბრძნეს.

გაზიარება