2014-2022 წლებში პროფესორ ამირან კახიძის თაოსნობით ჩატარებული ინტენსიური კვლევა-ძიებების შედეგად დასტურდება, რომ სამხრეთ-დასავლეთი საქართველო, განსაკუთრებით აჭარა წარმოადგენდა ძველი მეტალურგიის ერთ-ერთ მძლავრ კერას. აქაური პროფესიონალი მელითონეები გვევლინებიან არაერთი სიახლის დამნერგავებად. სვანეთში დღემდე შემორჩენილი ოქროს მონაპოვრების მაგალითზე ნათელი ხდება, რომ ძველი მელითონეები მსხვილი ინდუსტრიის პარალელურად პატარა ზომის გობებსა და უსისტემოდ განლაგებულ წვრილ არხებში მთის ნაკადულებით ჩამორეცხილ ალუვიურ ქვიშრობებში შემავალ ოქროსა და სხვა სახის ფერადი ლითონებსაც აგროვებდნენ.
ფერადი ლითონის დამუშავებისთვის განკუთვნილი ქვის გობი.
დაცულია ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში.