ონლაინ რესურსები

გარდამოხსნა, XIX საუკუნე - ქსოვილზე შესრულებული კომპოზიცია ,,ქრისტეს დატირება“-რომელზეც გამოსახულია ჯვრიდან გარდამოხსნილი ქრისტე.

გარდამოხსნა, XIX საუკუნე - ქსოვილზე შესრულებული კომპოზიცია ,,ქრისტეს დატირება“-რომელზეც გამოსახულია ჯვრიდან გარდამოხსნილი ქრისტე.
გარდამოხსნა’’ ეწოდება სიმბოლური მნიშვნელობის საეკლესიო ნივთს-არდაგს, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიში წითელი პარასკევისა და დიდი შაბათის ღვთისმსახურების დროს გამოაქვთ საკურთხევლიდან და ,,ლუსკუმაზე’’- ლოდის სიმბოლოზე დააბრძანებენ. იგი განასახიერებს იმ ტილოს - ,,არდაგს’’, ,,არმენაკსა წმიდასა’’, რომელზეც ოთხივე სახარების თანახმად ჯვრიდან გარდამოხსნილი მაცხოვრის სხეული დააბრძანეს და შემდგომ ,,წარგრაგნეს’’
(იოსებ არიმათიელმა) საფლავად დადების წინ. მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნისა და გრაგნილად დადების ერთ-ერთი შემადგენელი ეტაპი მაცხოვრის დატირების თემაა. ამიტომ ,,გარდამოხსნაზე’’ ჯვრიდან ჩამოხსნილი, მიწაზე ან - ლოდზე დასვენებული გარდაცვლილი ქრისტეა გამოსახული, რომელიც ანგელოზებითა და მტირალი ახლობლებითაა გარშემორტყმული.

გაზიარება