ონლაინ რესურსები

ირაკლი წულაძე - მოქანდაკე.

ხელოვნება უკვდავია
ირაკლი წულაძე - მოქანდაკე. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, 1991 -1997 წლებში გამოჩენილი ოსტატების ჯუნა მიქატაძის და თენგიზ ღვინიაშვილის ხელმძღვანელობით. მუშაობს მონუმენტური, დაზგური და საპარკო სკულპტურის დარგში. განხორციელებული აქვს თანამედროვე ქანდაკების არაერთი პროექტი საქართველოსა და ლიეტუვაში. თავისი შემოქმედება ორიენტირებულია ადამიანური ყოფის ნათელი მხარეების აქცენტირებასა და მათთვის ვიზუალური შესატყვისების შექმნაზე. ავტორის მიერ შესრულებული ორიგინალური კომპოზიცია „კოცნა“ წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ზედმიწევნით სტილიზებული, უტრირებული ფიგურების თავისებურ კომბინაციას, რომლებმაც თითქოს მატერიალური სამყარო გადალახეს და სხვა გრავიტაციულ ველში აგრძელებენ ცხოვრებას.

გაზიარება