ექსპონატი რელიგიის მუზეუმიდან
კანდელი - ქრისტიანულ ეკლესიაში მსახურების ერთ-ერთი აუცილებელი ნივთია.
ტერმინი ,,კანდელი’’ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან kandili და ,,ლამპარს’’, ,,სანათს’’ ნიშნავს.
კანდელი შედგება თვით ჭურჭლის, ბამბის ფითილისა და უღელისაგან, რომელსაც უჭირავს ფითილი.
ღვთისმსახურების დროს კანდელში ჩაუქრობლად ანთია ცეცხლი. სიმბოლურად კანდელის შუქი იმ ნათელს მოგვაგონებს, რომლითაც მაცხოვარი ჩვენს სულებს ანათებს.
კანდელი სიმბოლოა თვალშეუდგამი საღმრთო ნათელის.