27 აგვისტოს აჭარის ხელოვნების მუზეუმში, “ანდამატის’’ სახელოსნოს ორგანიზებით შექმნილი ღონისძიების - „კერამიკის ალქიმია 2024“-ის ფარგლებში, თანამედროვე ქართული კერამიკის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.აღნიშნული ღინისძიება განკუთნილია ახალგაზრდებისთვის და მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში კერამიკული მრეწველობისა და დამუშავების პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.პრეზენტაცია წარადგინა პროექტის ავტორმა, სსიპ აჭარის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა ლია კასპელაშვილმა.