ონლაინ რესურსები

ლადო გუდიაშვილი - ფერმწერი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, თეატრის და კინოს მხატვარი, მონუმენტალისტი.

ლადო გუდიაშვილი - ფერმწერი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, თეატრის და კინოს მხატვარი, მონუმენტალისტი. საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
სწავლობდა თბილისის კავკასიის საზოგადოების ნატიფი ხელოვნების, ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში 1910-1914 წლებში. 1917 წელს მონაწილეობდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მოწყობილ ტაო-კლარჯეთის ექსპედიციაში, სადაც იღებდა ძველი ქართული ფრესკების პირებს. 1919-1926 წლებში მოღვაწეობდა პარიზში, სწავლობდა რონსონის „თავისუფალ აკადემიაში“.
მისი შემოქმედება მოიცავს ერთი მხრივ, ძველი თბილისის ბოჰემური ცხოვრების სცენებს, მეორე მხრივ საქართველოს წარსულით შთაგონებულ ლეგენდებსა და ისტორიულ სიუჟეტებს. ქმნიდა თანამედროვეთა იდეალიზებულ პორტრეტებს.

გაზიარება