ონლაინ რესურსები

მაკეტი- პირველი ქართული სკოლა ბათუმში.

მაკეტი- პირველი ქართული სკოლა ბათუმში.
1881 წლის 23 მარტს ქ. ბათუმში გაიხსნა ქართველთა შორის წერა - კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი ქართული სკოლა. სკოლის გახსნის წინ ბათუმში ჩამოვიდა ილია ჭავჭავძე და საზოგადოებას აუწყა ქ. ბათუმში ქართული სკოლის გახსნის შესახებ.
პირველ გამგე-მასწავლებლად დაინიშნა ალექსანდრე ნანეიშვილი. შემდეგ იგი შეცვალა მოსე ნათაძემ, ის კი მიხაკო შარაშიძემ.
სკოლაში ისწავლებოდა საღვთო სჯული, ქართული ენა, რუსული ენა, არითმეტიკა, თვალსაჩინო სწავლება, სუფთა წერა, გალობა, გიმნასტიკა.
მაკეტი დაცულია ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში.

გაზიარება