18 ოქტომბერს, აჭარის მუზეუმმა მონაწილეობა მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო პიკნიკ-გამოფენაში, “ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისკენ”. სტუმრები ეწვივნენ და გაეცნენ აჭარის მუზეუმების ვირტუალურ ტურებს VR სათვალის დახმარებით, გაიგეს რა როლი უჭირავს თანამედროვე ტექნოლოგიებს მუზეუმის ყოველდღიურობაში.