ონლაინ რესურსები

მივიწყებული ამბები

დროთა განმავლობაში, მრავალსაუკუნოვანმა ტრადიციამ სახე იცვალა, როდესაც 1880 წელს მთავრობამ ყეენობა აკრძალა, ქართველი ხალხის მიერ ჩამოყალიბდა გართობა სახელად ისპანახობა. „ისპანახობა“ მე-19 საუკუნის თბილისის ,,მასობრივი მოლხენის“ ტრადიცია იყო. იგი სახეშეცვლილი ფორმაა, რომელსაც შემონახული ჰქონდა მხოლოდ ბოლო ნაწილი – ქეიფი. საუკუნეების მანძილზე თბილისში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფი აღნიშნავდა ამ დღეს. ამ დღესასწაულს ისპანახობა იმიტომ დაარქვეს, რომ სუფრაზე მხოლოდ სამარხვო კერძები იყო განლაგებული. ამ დღისთვის, მოსახლეობა საგანგებო სამზადისს იწყებდა - აუცილებელი წესი იყო ქაღალდის გვირგვინების, ჩაჩების ტარება და ტანზე პამპულას ტანისამოსის ჩაცმა. ასევე, ერთი კარგი ტრადიცია ჰქონდა – ლხინის დროს მოქეიფე ხალხი ჩამოდიოდა, ფულს აგროვებდნენ და შემდეგ ამ ფულით მზითვს უკეთებდნენ რომელიმე ღარიბ გასათხოვარ ქალს და ამის შემდეგ ათხოვებდნენ.
1894 წელს ისპანახობაში მონაწილეობა ილია ჭავჭავაძესაც მიუღია.

გაზიარება