XX საუკუნის დასაწყისში ბათუმი ებრძოდა მალარიას, მისი გადამტანი და გამავრცელებელი იყო კოღო ანოფელისი, ამას მოჰყვა ასევე ქოლერა. ყველაზე დიდი პრობლემა იყო საავადმყოფოების არ ქონა, ამიტომ დღის წესრიგში დადგა ქალაქში სამკურნალო დაწესებულებების გახსნის აუცილებლობა. აუცილებელი იყო ჭაობების ამოშრობა. ბათუმის ქალაქის თავად არჩეული იყო ლუკა ასათიანი. სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო ქალაქის ტერიტორიაზე ჭაობების ამოშრობა და სანიაღვრე არხების მშენებლობა. ამ ვითარებამ გამოიწვია მთელ ქალაქში ჭაობიანი ადგილების დაშრობა და ამას მოჰყვა საშიში ავადმყოფობის, მალარიის მოსპობა. ლუკა ასათიანის ინიციატივით, 1897 წელს დაიწყო ბათუმში საავადმყოფოების მშენებლობა და 1902 წელს დამთავრდა.
ფოტომასალა ინახება ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფონდებში.