მუზეუმების საერთაშორისო დღე, 18 მაისი, სსიპ აჭარის მუზეუმმა ხელოვნების მუზეუმში საზეიმო ღონისძიებით გახსნა, სადაც მონაწილეობდა ბათუმის კულტურის ცენტრის ქალთა აკადემიური კამერული გუნდი ზაირა და გელა ვადაჭკორიების დირიჟორობით. შესრულდა ქართველ კომპოზიტორთა საგუნდო მუსიკა. მადლობას ვუხდით ბათუმის კულტურის ცენტრს აკადემიური კონცერტის ჩატარებისათვის.