ონლაინ რესურსები

ოლღა გურამიშვილის ნაქონი საკერავი მანქანა.

ოლღა გურამიშვილის ნაქონი საკერავი მანქანა. ზინგერის წარმოების. მე-18 საუკუნის მე-2 ნახევარი. დაცულია ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში. რკინის საკერავი მანქანა ყველა მექანიზმით. სახურავი ხის, ღია-ყავისფერი. ილია ჭავჭავაძის მეუღლე ,ოლღა გურამიშვილი ქართველი ერის კარგი დედაკაცობის განსახიერებად იქცა, რომელსაც ერის წინაშე არაერთი მოვალეობა ეკისრა: ის იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის მზრუნველთა საბჭოს წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოების წევრი, 1895-1906 წწ. ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე, აგრეთვე ხელმძღვენელობდა ქალთა ჭრა-კერვის სკოლას, ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეთა შემწეობის თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოებას.

გაზიარება