ონლაინ რესურსები

ონლაინ ტრენინგ პროგრამა მდგრადი განვითარების დაგეგმარება სამუზეუმო ინსტიტუციებისთვის

2024 წლის 5,12,19 და 26 ივნისს NEMO(Network of European Museums organizations-ევროპული სამუზემო ორგანიზაციების კავშირი)-ს ორგანიზებით გაიმართა ონლაინ ტრენინგ პროგრამა მდგრადი განვითარების დაგეგმარება სამუზეუმო ინსტიტუციებისთვის. ტრეინინგს უძღვებოდნენ ჰენრი მაკგაი - ICCROM კურატორი და ხოსე ლუიზ პეტერძოლი ჯუნიორი - ICCROM-ის სტრატეგიული დაგეგმარების მენეჯერი (International Centre for the Study of the Preservation and Restoration of Cultural Property-კულტურის ნაგებობების დაცულობისა და რესტავრაციის სასწავლო საერთაშორისო ცენტრი).
ტრეინინგში ჩართული იყო 18 მუზეუმის წარმომადგენელი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის სსიპ აჭარის მუზეუმის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების კოორდინატორი მეგი ტეტემაძე.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ "დღის წესრიგი 2030" და მდგრადი განვითარების მიზნებს და მათ კავშირს სამუზეუმო საქმიანობებთან. ჰენრი მაკგაი დაეხმარა მათ გაეგოთ ადგილობრივი და ეროვნული გამოწვევები და მათი ორგანიზაციების დადებითი და უარყოფითი გავლენა მდგრად განვითარებაზე.

გაზიარება