ოქროს განძი
ოქროს ღილი, თარიღდება ახ. წ. I-II სს. გონიოს განძიდან, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა გონიოში 1974 წელს, საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის დროს. ღილი მოზრდილია, მასიური, სამკუთხა, სადაზედაპირიანი. უკანა მხარეს მირჩილულია წაგრძელებული მარყუჟისებრი ყუნწი.
დაცულია ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში.