ქალი ვუალით“ - მხატვრულ-სტილისტური ნიშნების საფუძველზე ეს პორტრეტი კლასიციზმის ეპოქის ნიმუშია, რომელიც ევროპაში XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში იყო გაბატონებული. პორტრეტული ბიუსტი გამოსახავს თვალდახრილ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც თხელი ვუალი ფარავს. მის მკერდს ამშვენებს დეკორატიული ყვავილებით გაფორმებული სამკაული, რომელიც დეკოლტირებული მაქმანიანი კაბის ნასკვშია ჩამაგრებული.