ქანდაკება ვეფხვის. ავტორი თომას კარტიე. საფრანგეთი. ბრინჯაო. XIX საუკუნის II ნახევარი. თომას კარტიე (1879-1943) ფრანგი მოქანდაკე. დაიბადა მარსელში. სწავლობდა პარიზის სახვითი ხელოვნების სკოლაში. იყო იმ პერიოდის ერთ-ერთი უდიდესი მოქანდაკის ჟორჟ გარდეტის (1863-1939) მოსწავლე, რომელიც ცნობილი იყო ცხოველების ქანდაკებების შექმნით. თომას კარტიეც ცხოველების ქანდაკებების სპეციალისტი გახდა. მან შექმნა ლომების, კატების, ძაღლების მრავალი მოდელი. ბევრი ჩამოსხმული იყო როგორც თეთრ ლითონში, ასევე ბრინჯაოში. მუშაობდა ტერაკოტასა და კერამიკაზე. მისი ქანდაკებები გამოიყენებოდა საათებსა და სხვა დეკორატიულ ნივთებში. თომას კარტიემ თავისი ნამუშევრების გამოფენა პარიზის სალონებში დაიწყო 1904 წლიდან და გააგრძელა მთელი ცხოვრების მანძილზე. დაცულია ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში.