საექსპედიციო ველიდან მუზეუმში.
თოხისებრი იარაღი აღმოჩენილია ხელვაჩაურში, სოფელ მახვილაურში. 1969 წელს სოფელში ჩატარდა საველე არქეოლოგიური გათხრები, აღმომჩენი არის არქეოლოგი სერგო გოგიტიძე. დამზადებულია შავი ფერის ბაზალტის ანატკეცზე, რომლის ზედაპირი დაფარულია მორუხო თხელი პატინით. იარაღის ორივე სიბრტყე ოდნავ ოვალურია, ზურგის მხარე ბუნებრივი ქერქითაა დაფარული. ყუის ორივე გვერდზე ღრმა ამონაღარია, ყუას ოვალური შემოწერილობა აქვს. სამუშაო პირი თხელი და ოვალური ფორმისაა. დაცულია ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში.