ონლაინ რესურსები

საერთაშორისო ტრენინგი მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის საკითხებზე

2024 წლის 8-12 ივლისს ქ. თბილისში, ICOM საქართველოსა და ლონდონის ვიქტორია და ალბერტის მუზეუმის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო ტრენინგი მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის საკითხებზე. ტრენინგში საქართველოს სამუზეუმო/მემკვიდრეობისა და კვლევითი 19 ინსტიტუციის 22 წარმომადგენელი მონაწილეობდა. 12 ივლისს ამავე პროექტის ფარგლებში გაიმართა საჯარო სემინარი მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის თემაზე.

ტრენინგის თემები:

• რისკების მართვა და რისკის სცენარები

• საგანგებო სიტუაციის მომზადება და დაგეგმვა

• სწრაფი რეაგირება, აღდგენა, გადაუდებელი ევაკუაცია

• კულტურული მემკვიდრეობა რისკის ქვეშ

• შემთხვევის შესწავლა და საუკეთესო პრაქტიკა.

გაზიარება