ონლაინ რესურსები

საუკუნეზე დიდი ხნის წინ, 1833 წელს ინგლისელმა ვაჭარმა მარკუს სამუელმა გადაწყვიტა ლონდონში მდებარე საკუთარი მაღაზიის გაფართოება.

საუკუნეზე დიდი ხნის წინ, 1833 წელს ინგლისელმა ვაჭარმა მარკუს სამუელმა გადაწყვიტა ლონდონში მდებარე საკუთარი მაღაზიის გაფართოება. ამ მიზნით, აქამდე ანტიკვარიატით მოვაჭრე სამუელმა საკუთარ მაღაზიაში აღმოსავლური ნიჟარების გაყიდვა დაიწყო. მას ჩაფიქრებული ჰქონდა საკუთარი შემოსავლები გაეზარდა იმდროინდელი ტენდენციის ხარჯზე, რაც გულისხმობდა ნიჟარების ინტერიერში ფართო გამოყენებას. მისმა ინტუიციამ გაამართლა - ცოტა ხანში მოთხოვნამ ნიჟარებზე იმხელა მასშტაბები მიიღო, რომ სამუელმა, მათი შორეული აღმოსავლეთიდან იმპორტი დაიწყო, რითაც საფუძველი ჩაუყარა იმპორტ-ექსპორტის საკუთარ ბიზნესს.
1886 წელს, შიგაწვის ძრავის გამოგონებასთან ერთად იზრდებოდა მოთხოვნა ბენზინზე. ამ დროისათვის სამუელის ბიზნესი მის შვილებს მარკუსსა და სემს გადაეცათ. ძმები ბრინჯის, აბრეშუმისა და ფაიფურის იმპორტით იყვნენ დაკავებულები და სწორედ ამ პერიოდში, იაპონიაში ყოფნის დროს მარკუსი ბაქოდან ნავთობის იმპორტით დაინტერესდა. ძმებმა ერთად გადაჭრეს იმ დროს არსებული ტრანსპორტირების უდიდესი პრობლემა და გამოიგონეს ნავთობის მოცულობითი გადაზიდვის ტექნიკა.
1892 წლის 22 ივლისს მარკუს სამუელის მიერ დაპროექტებული ნავთობის ტანკერი “მიურექსი” გამოვიდა ინგლისური პორტიდან ბათუმისაკენ. ბათუმის ნავთობტერმინალზე ტანკერში ჩატვირთეს “ძმებ ნობელებთა ამხანაგობის” მიერ წარმოებული ნავთი. ტანკერში ნავთობის ჩატვირთვა ხდებობა 16 ლიტრი ტევადობის თუნუქის ბიდონებით. 1982 წლის 22 აგვისტოს “მიურექსმა” გაიარა სუეცის არხი და გაემართა სინგაპურში კომპანია “შელი”-ს საწყობებზე დასაცლელად. 1903 წელს, კომპანიამ ლოგოდ კარგად ცნობილი ნიჟარა აირჩია.
ფოტოზე თქვენ ხედავთ ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში დაცულ თუნუქის ბიდონს, რომელზეც კარგად განირჩევა ,,შელის’’ საფირმო ნიშანი - ნიჟარა.

გაზიარება