ბუნებისა და ადამიანთა არაერთი თაობის ძალისხმევით და რუდუნებით შექმნილი ბათუმის ბოტანიკური ბაღი 2012 წელს 100 წლის გახდა. ბოტანიკური ბაღი აჭარის გამორჩეული სამკაულია; მისი ორგანული ნაწილია, რომელსაც აღფრთოვანებაში მოჰყავს ათასობით ადამიანი. ,,თუ არ გინახავს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ესე იგი არც საქართველო გინახავს და თუ საქართველო არ გინახავს, მაშინ არც ის გიგრძვნია, რა არის ამქვეყნიური სილამაზე’’ ეს სიტყვები თქვა ერთ-ერთმა სტუმარმა, რომელიც გააოგნა ბოტანიკური ბაღის მშვენიერებამ.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი ევროპაში ერთადერთი ტენიანი სუბტროპიკული კულტურების ბაღია. ის ბათუმში, მწვანე კონცხზე, შავი ზღვის სანაპიროზეა გაშენებული და მას 111 ჰექტარი ფართობი უჭირავს.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაარსება დაკავშირებულია ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორ ანდრია კრასნოვის სახელთან. მცენარეთა ინტროდუქციის და სუბტროპიკული მეურნეობის პირველდამწყებად ითვლებიან - მ.დალფონსი, ა.სოლოვეცკი, ე.ტატარინოვი და სხვანი.
1988 წლიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღი მსოფლიოს ბოტანიკური ბაღების მცენარეთა დაცვის საერთაშორისო საბჭოს (BGC) წევრი გახდა.
1912 წლის ბოლოსა და 1913 წლის დასაწყისში ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა მიიღო შეწირულობანი ბათუმის საქალაქო ბაღიდან და იაპონიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან 300 მცენარე შემოიტანეს.
1916 წ მეორე ნახევარში ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სამკურნალო მცენარეთა სანერგე მოეწყო . ამისათვის მცენარეთა ნერგები და თესლები შემოიტანეს პეტერბურგისა და თბილისის ბოტანიკური ბაღებიდან, იაპონიიდან, დასავლეთ ევროპიდან. 1938 წელს შემოქმედებითი შრომით გამორჩეულმა სელექციონერმა ვ.შანიძემ გამოზარდა 6300 ჰიბრიდი ლიმონის ბაღები სანერგეებისათვის.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იასონ დავითის ძე გორდეზიანმა. ის საუკეთესო აგრონომი იყო . იასონ გორდეზიანი 1890 წელს ვერსალის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში ჩაირიცხა , რომელიც 1911 წელს დაამთავრა აგრონომის სპეციალობით და საფრანგეთში დატოვეს სამუშაოდ. შემდგომში მუშაობდა ბელგიაში, ჰოლანდიაში, შვეიცარიაში. 1913 წლის 2 თებერვლიდან 30 ივნისამდე მუშაობდა ლონდონის ბოტანიკური ბაღის დეკორატორად. 1913 წლის მეორე ნახევარში ბრუნდება საქართველოში და ბოტანიკურ ბაღში მებაღის თანამდებობაზე იწყებს მუშაობას. იასონ გორდეზიანი 1917 წლის 1 ივნისიდან 1921 წლის მარტამდე იყო ბათუმის საქალაქო ბაღის ხელმძღვანელი. შემდგომ მუშაობდა ბათუმის გამწვანების დაწესებულებაში. იასონ გორდეზიანმა ბათუმის საქალაქო ბაღის გაშენება-განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მას დამსახურება აქვს როგორც პრაქტიკოს აგრონომს და მებაღეობის დეკორატორს.
მსოფლიო მნიშვნელობის ბათუმის ბოტანიკური ბაღი გაშენებულია იშვიათი ბუნებრივი სილამაზის კომპლექსში.
მოშრიალე ევკალიპტების ხეივნები, კვიპაროსების გამოკვეთილი კონტურები, 120 წლოვანი დიდყვავილა მაგნოლიის ხეივანი, ჩინური ოსმანთუსების თავბრუდამხვევი სურნელი, ელეგანტური პალმების სიდიადე, ულამაზესი ტიტას ხეები, ვარდები, ყვავილები, მათი დამათრობელი სურნელი დიდებულ პანორამას ქმნიან. ყველაფერი ეს და კიდევ სხვა მრავალი აჯადოებს და ანცვრიფრებს მნახველს.
იგი წარმოადგენს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის ფლორის უმდიდრეს კოლექციას ღია ცის ქვეშ.