ონლაინ რესურსები

სსიპ აჭარის მუზეუმის თანამშრომლების სტაჟირება ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სარესტავრაციო ლაბორატორიაში

2024 წლის 9-12 ივლისს, სარესტავრაციო პრაქტიკის ამაღლების მიზნით, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სარესტავრაციო ლაბორატორიაში სტაჟირება გაიარეს სსიპ აჭარის მუზეუმის თანამშრომლებმა: რესტავრატორებმა მერი ყულეჯიშვილმა, არჩილ მალაყმაძემ და მხატვარ-რესტავრატორმა გურამ გუჯაბიძემ. ვანის მუზეუმის სარესტავრაციო ლაბორატორიაში ჩვენს თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაკვირვებოდნენ რესტავრაციის პროცესს, უშუალოდ მიეღოთ მონაწილეობა მინის და თიხის რესტავრაციაში, შეისწავლეს როგორც თანამედროვე აღდგენის მეთოდები, ტექნიკა და გამოსაყენებელი მასალის დამზადების ხერხები, აგრეთვე წებოს გაზავების პრონციპი. პროფესიული ამაღლების ტრენინგ-მასტერკლასს უძღვბოდა ვანის ეროვნული მუზეუმის რესტავრატორი სალომე ახალაძე.

გაზიარება