ონლაინ რესურსები

სსიპ აჭარის მუზეუმმა კიდევ ერთი ახალი ექსპედიცია განახორციელა

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ისტორიის მიმართულების თანამშრომელები სამეცნიერო ექსპედიციით შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებს- ჭვანას, ჭალას, ბრილსა და ხაბელაშვილებს სტუმრობდა. ექსპედიციის წევრების, რუსუდან კობრავასა და შორენა მახარაძის მიერ მოპოვებული იქნა მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოფლების ისტორიის, ეტიმოლოგიის, მეურნეობის დარგების, ტრადიციების, ხელოსნობის, მატერიალური კულტურის ძეგლების, კულტურულ- შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ. გაკეთდა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხასიათის ჩანაწერები, შეგროვდა სამუზეუმო მნიშვნელობის ექსპონატები. განხორციელდა ექსპედიციის ყველა ლოკაციის ფოტო და ვიდეო გადაღება.

გაზიარება