ონლაინ რესურსები

სურათზე გამოსახული არის ნავთქურის მოდელი, რომლის მწარმოებელი კომპანია ,,AKARIA’’-ა.

ტექნოლოგიების ერა
სურათზე გამოსახული არის ნავთქურის მოდელი, რომლის მწარმოებელი კომპანია ,,AKARIA’’-ა. იგი ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმის ექსპონატია. აღნიშნული ნავთქურა დამზადებულია თუჯისაგან, აქვს სექციური ტიპის ფითილი, შექმნილია მე-19 საუკუნის 80-იან წლებში.
ნავთქურა ნავთით გასახურებელი, პატრუქიანი გამათბობელი და კერძის მოსამზადებელი ხელსაწყოა. მას ფართო გამოყენება აქვს ყოფაცხოვრებაში. მისი მოხმარება ოჯახის პირობებში მოსახერხებელია და საფრთხესთან არ არის დაკავშირებული თუ, ზუსტად იქნება დაცული აუცილებელი ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებანი.
საჭიროა გვახსოვდეს, რომ უნდა ვისარგებლოთ ისეთი ნავთქურით, რომელიც გამართულ მდგომარეობაშია. ნავთქურა უნდა იდგეს მყარ მაგიდაზე, რომელსაც თუნუქის ფურცელი ექნება გადაკრული. ყოვლად დაუშვებელი და სახიფათოა ანთებული ნავთქურის დადგმა აივანზე, საკუჭნაოში, გასასვლელებში, გამჭოლ ქარზე, ანთებული ნავთქურის ადგილიდან ადგილზე გადატანა, მასში ბენზინის ან ლიგროინის, ასევე ცხელ მდგომარეობაში ნავთის ჩასხმა. ანთებული ნავთქურის ახლოს არ უნდა იყოს საწვავიანი ჭურჭელი. ნავთქურის მუშაობის პრინციპი თითქმის ლამფის ანალოგიურია. მას გააჩნია ნავთის ჩასასხმელი ავზი, ფითილის დამჭერი, ფითილი და სარეგულირებელი სახელური. ნავთქურის მუშაობის სიმძლავრე დამოკიდებულია ფითილის სიმაღლეზე, რაც უფრო მაღლა ამოვწევთ ფითილს, ალიც იმატებს, გადაჭარბების შემთხვევაში ხდება მისი ბოლვა. ფითილი ორგვარია: წრიული და სექციური.

გაზიარება