ონლაინ რესურსები

ტექნოლოგიების ერა 

ტექნოლოგიების ერა 
ფოტოგრაფია აღიარებულია მე-19 საუკუნის უდიდეს გამოგონებად. დღევანდელი ფოტოგრაფიისაკენ მიმავალი გზა გრძელი იყო. საუკუნეების მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ შეისწავლებოდა შუქმგრძნობიარე ნივთიერებებზე სინათლის ზემოქმედება, ამუშავებდნენ მათი საშუალებით გამოსახულების მიღების მეთოდებს, ხდებოდა ფოტოაპარატის წინამორბედი კამერა-ობსკურას სრულყოფა.
კამერა-ობსკურა არის დახურული ყუთი პატარა ზომის ნახვრეტით. თუ რომელიმე საგანს მის ობიექტივში მოვათავსებთ, მოპირდაპირე კედელზე გამოჩნდება საგნის ამოტრიალებული გამოსახულება. მის გამომგონებლად ითვლება ცნობილი იტალიელი მხატვარი – ლეონარდო და ვინჩი. კამერა ობსკურა თანამედროვე კამერის წინამორბედია. ეს არის უმარტივესი ოპტიკური მოწყობილობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ გამოსახულება ეკრანზე. კამერა ობსკურა ლათინურიდან ითარგმნება, როგორც ,,ბნელი ოთახი’’.
მოწყობილობის მუშაობის პრინციპი შემდეგშია: ხვრელში შესასვლელი სხივები ეკრანზე ან ქაღალდის დაფაზე აღწევს და მასზე გამოსახავს ობიექტის ამობრუნებულ გამოსახულებას მოწყობილობის წინა მხარეს. რაც უფრო დიდი მანძილია ხვრელსა და ეკრანს შორის, მით მეტია მიღებული სურათის ზომა. გამოსახულების ხარისხი დამოკიდებულია ნახვრეტის დიამეტრზე. რაც უფრო პატარაა, მით უფრო მკვეთრია სურათი და თან უფრო მუქიც. მისი გაბრწყინება შესაძლებელია ფანჯრის დიამეტრის გაზრდით, მაგრამ შესაძლოა სურათი ბუნდოვანი გახდეს. გამოსახულების დაფიქსირების მცდელობები სხვადასხვაგვარი იყო. ერთ-ერთი პირველი ფოტოგრაფიული პროცესი, რომელიც 1835 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერმა უილიამ ჰენრი ფოქს ტალბოტმა შეიმუშავა, იყო პირველი ფოტომგრძნობიარე ქაღალდის შექმნა.
ფოტოზე გამოსახული კამერა გახლავთ ყველაზე ძველი იმ კამერათა შორის, რომლებიც ბათუმის ფოტო-სალონებში იქნა შემონახული.

გაზიარება