თიხის ორყურიანი ჭურჭელი, ტანის ზედა ნახევარი დაფარულია ბადისებრი ორნამენტით შევსებული შევრონებით. ჭურჭელი თარიღდება ძვ. წ. VII საუკუნით. იგი 2015 წელს აღმოჩნდა სოფელ მახვილაურში, ადრერკინის ხანის კოლექტიურ სამარხში (ექსპედიციის ხელმძღვანელი ნინო ძნელაძე, ექსპედიციის წევრები: ნარგიზ სურმანიძე, მირანდა თურმანიძე). ჭურჭელი დაცულია ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში.