ონლაინ რესურსები

ტრადიციული აჭარული სამზარეულო გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და კერძების ნაირგვარობით. 

ტრადიციული აჭარული სამზარეულო გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და კერძების ნაირგვარობით. ძველად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა სხვადასხვა ბოსტნეულისა და ტყის მცენარეეებისაგან დამზადებულ კერძებს.
 საინტერესოდ მზადდება ფხალ-ლობიო შორვა.
ცალ-ცალკე ხარშავენ ფხალსა და ლობიოს, ფხალს წყალს უცვლიან და წვენს უწურავენ, შემდეგ გობზე გადაიტანენ, კარგად მორეგვავენ და ინახავენ ცალკე ჭურჭელში, ამის შემდეგ ნიორნარევ მარილში ჩანაყილ ქინძს და პილპილს ლობიოს წვენში ხსნიან (გალესავენ), ფხალ-ლობიოს დაასხამენ და ადუღებენ.
  მასალად საჭიროა:
1. ლობიო-ნახევარი კილოგრამი;
2. ფხალი-ერთი კილოგრამი;
3. ნიორი-სამი კბილი;
4. მარილი-ერთი სუფრის კოვზი;
5. ქინძი-ერთი მჯიღი;
6. პილპილი-ერთი თავი;
7. წყალი-ოთხი ლიტრი.

გაზიარება